რატომ არიან უკმაყოფილოები ქვიტირელები?

რატომ არიან უკმაყოფილოები ქვიტირელები?

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქვიტირის თემისათვის სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში წელს 38 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით სოფლისთვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს, რასაც მოსახლეობის უმრავლესობა უნდა წყვეტდეს. ამ ფონზე, ქვიტირის გამგებელი ზაზა ჭეიშვილი კრებებზე ხალხის სიმწირეს უჩივის, მოსახლეობა კი ხელისუფლებას დახურული კრებების ჩატარებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ხელმძღვანელობა ყოველთვის საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნავს, რასაც არჩეული პროექტები - გამგეობის შენობის რეაბილიტაცია, გზების შეკეთება და რამდენიმე ადგილას წყლის მილების გაყვანაც მოწმობს.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელსაც, როცა პრიორიტეტად სკვერის მოწყობა შეირჩა, სოფელ ქვიტირში აზრთა სხვადასხვაობა იყო. 

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა