ლანჩხუთში კარიერის მშენებლობას აპროტესტებენ

ლანჩხუთში კარიერის მშენებლობას აპროტესტებენ

სოფელ ჩოჩხათის მოსახლეობამ კარიერის მშენებლობა გააპროტესტა. სოფლის ცენტრში შეკრებილები კარიერის ფუნქციონირების შეჩერებას იმ მიზეზით მოითხოვდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ კარიერის მშენებლობა სუფსის პირას მცხოვრებლებს საფრთხეს უქმნის.

შეკრებილებთან მოლაპარაკებებს, ლანჩხუთის გამგებლის მოადგილე, ვახტანგ ზენაიშვილი და კარიერის მფლობელი ფირმის წარმომადგენელი აწარმოებდნენ. როგორც ვახტანგ ზენაიშვილმა მოსახლეობას განუცხადა, მათ კარიერი არანაირ საფრთხეს არ უქმნის, რის დასტურადაც მან გეოლოგების დასკვნა და გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვა მოიყვანა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა