ახალციხელმა არტაშეს ელბაქიანმა გინესის რეკორდი დაამყარა

ახალციხელმა არტაშეს ელბაქიანმა გინესის რეკორდი დაამყარა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყუთის მცხოვრებმა 25 წლის არტაშეს ელბაქიანმა ძელზე ტრიალში რეკორდი მოხსნა. ახალგაზრდა სპორტსმენის მხარდასაჭერად მოსახლეობა ახალციხის ციხის ქვედა ნაწილში შეიკრიბა. რეკორდსმენს გეგმაში 300 ტრიალის გაკეთება ჰქონდა, თუმცა დაგეგმილს 102-ით გადააჭარბა.

ღონისძიება საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯების მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართა. ახალციხელ სპორტსმენს მისი მიღწევის დამადასტურებელი სერტიფიკატი და მედალი გადაეცა.

აღნიშნულ კატეგორიაში მიმდინარე რეკორდი 152 ერთეულით სომხეთის მოქალაქე რომან შარადიანს ეკუთვნოდა. ელბაქიანს მინიმუმ 153 ბრუნი უნდა შეესრულებინა, თუმცა მან 402 ბრუნი შეასრულა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა