დიდთოვლობა, გაუწმენდავი გზები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - ფოტორეპორტაჟი გურიიდან

დიდთოვლობა, გაუწმენდავი გზები და უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა - ფოტორეპორტაჟი გურიიდან

გუშინდელი გადაუღებელი თოვის შედეგად, გურიაში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს აღწევს. გაცილებით დიდი თოვლია მაღალმთიან სოფლებში. დიდთოვლობის გამო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაც შეზღუდულია, გზები ამ დრომდე გაუწმენდავია.

უამინდობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

"5-ის ნახევარი იყო ამ დილით სახლში რომ მივედი. სერიოზული პრობლემები გვაქვს. სოფელ ბჟოლიეთში მთა ჩამოწვა, ბურნათში ხე წაიქცა და ცენტრალურ გზაზე, მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო. სოფლებში მაღლი ძაბვის გადამცემი ხაზებია დაწყვეტილი. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ არ გვყავს საკმარისი ტექნიკა. მთავრობის განკარგულება ჩამოსულია და რამდენიმე დღეში ვიყიდით გრეიდერს. მანამდე კი ადგილობრივი ძალებით ვეცდებით გავუმკლავდეთ შექმნილ სიტუაციას" - აღნიშნავს ჩოხატაურის გამგებელი თამაზ ჯინჭარაძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა