რა შენიშვნა მისცა თეა წულუკიანმა მშენებლებს

რა შენიშვნა მისცა თეა წულუკიანმა მშენებლებს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა, მშენებლებს გაესაუბრა და ვადების დარღვევის გამო შენიშვნა მისცა. მინისტრის თქმით, ის, რაც ნოემბრის თვეში უნდა გაკეთებულიყო, დღემდე გაკეთებული არ არის. წულუკიანმა განაცხადა, რომ მშენებლობის პროცესში ვადებში ცდომილება ხდება ხოლმე, რადგან მშენებლობა მხოლოდ ერთ კომპანიაზე არაა დამოკიდებული და აქ რამდენიმე კომპანია ერთად მუშაობს.

წულუკიანის ინფორმაციით, იუსტიციის სახლის მშენებლობა 4 მილიონი ლარით ნაკლები დაუჯდება ამ ხელისუფლებას, ვიდრე წინა ხელისუფლებას დაუჯდებოდა, რადგან ძვირადღირებული, მაგრამ იმავე ხარისხის სამშენებლო მასალა, იაფფასიანი მასალით ჩანაცვლდება.

"იუსტიციის სახლი ჩაბარდება სრულყოფილი და ბოლომდე დასრულებული 2014 წლის პირველ ნახევარში. ეს იქნება სრულყოფილი სახლი და ეს მხოლოდ პაირისთვის არ იქნება გახსნილი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა