ქუმარიტაშვილის საფლავთან ატრაქციონის მშენებლობა შეჩერდა

ქუმარიტაშვილის საფლავთან ატრაქციონის მშენებლობა შეჩერდა

ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშზე ტრაგიკულად გარდაცვლილი მოციგურავის ნოდარ ქუმარიტაშვილის საფლავთან ახლოს დაგეგმილი გასართობი ატრაქციონების მშენებლობა შეჩერებულია. ბორჯომის გამგეობის ინფორმაციით, მიწის მფლობელს, რომელიც კონსტრუქციის მშენებლობას გეგმავდა, მათთვის შესაბამისი ნებართვის მოთხოვნით არ მიუმართავს.

ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ბერიძის განმარტებით, ეკლესიასთან, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი განისვენებს, მიმართვის შემთხვევაშიც არანაირი ნებართვის გაცემა არ იგეგმება. მისივე თქმით, ბორჯომის ბიუჯეტიდან ქუმარიტაშვილის საფლავთან მისი სახელობის სკვერის მოსაწყობად თანხა გამოიყოფა.

ზემოაღნიშნული ატრაქციონის მშენებლობის შემთხვევაში, ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლები ცხედრის საგვარეულო სასაფლაოზე გადასვენებას გეგმავდნენ. ამასთან ერთად, გარდაცვლილი სპორტსმენის მამა, დავით ქუმარიტაშვილი სხვა პობლემაზეც საუბრობს, რომელიც 4 წელია აწუხებს.

"ელემენტარული ეკლესიის ირგვლივ ღობე ვერ გააკეთეს, ზაფხულობით ნახირი შემოდის და ნაკელის გროვაა, როგორც ეკლესიის ეზოში, ასევე საფლავის ირგვლივ. არავის ადარდებს, მოუაროს ამ ტერიტორიას. ტურისტები რომ მოდიან, მრცხვენია. რატომ დამასვენებინეს ამ ადგილზე, თუ არავინ მიხედავდა? იძულებული ვარ, მოვიწვიო ჟურნალისტები, საზოგადოება და მათ თვალწინ ამოვასვენო ჩემი შვილი", - აცხადებს გარდაცვლილის მამა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა