კახელმა გლეხმა სახლზე აღმართული რუსეთის დროშა ჩამოხსნა

კახელმა გლეხმა სახლზე აღმართული რუსეთის დროშა ჩამოხსნა

სოფელ ვაჩნაძიანის მკვიდრმა, არჩილ ნაპირელმა რუსეთის სახელმწიფო დროშა საკუთარი სახლის სახურავიდან ჩამოხსნა. ნაპირელი აცხადებს, რომ რუსეთის დროშის ჩამოხნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაბრაზებული მეზობლები და ნათესავები თავს დაესხნენ.

"ნუ გააწყალეთ გული, სახლი ჩემია, მინდა ჩავმოსხნი და მინდა არა. ვიხუმრე და იმიტომ დავკიდე", - განაცხადა ნაპირელმა.

შეგახსენებთ, რომ ვაჩნაძიანის მკვიდრმა არჩილ ნაპირელმა ფედერაციის სახელმწიფო დროშა საკუთარ სახლზე რამდენიმე დღის წინ აღმართა. მის ქმედებას თანასოფლელები ურყოფითად აფასებდნენ. ფაქტს საქართველოს საინფორმაციო სააგენტოები და ტელევიზიებიც გამოეხმაურნენ.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"