რა წერია ბრძანებაში, რომლითაც შოთა მურღულია თანამდებობიდან გადააყენეს

რა წერია ბრძანებაში, რომლითაც შოთა მურღულია თანამდებობიდან გადააყენეს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის, შოთა მურღულიას თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად, საკრებულოს თავმჯდომარე მერიაში ჩაშლილ კონკურსს ასახელებს. თამაზ მარგველაშვილის ბრძანება (#152), მიმდინარე წლის 12 თებერვლით თარიღდება.

"შოთა მურღულიას გაეგზავნა წერილობითი მიმართვები მერის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად,, კომისიის გადაწყვეტილებით წარდგენილი კანდიდატურების თაობაზე. მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, გამონაკლისის გარდა, გაუგებარი მიზეზების გამო არ არიან დანიშნულნი თანამდებობეზე მერიის სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები. ასეთი ვითარება ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალიზებას იწვევს", - ნათქვამია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებაში.

შოთა მურღულიას შემცვლელად თამაზ მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკო კაჭკაჭიშვილი გუშინვე დაინიშნა, თუმცა დღეს მან აღნიშნული პოსტზე უარი განაცხადა. მისი თქმით, არ სურს პოლიტიკურ გარიგებებში მიიღოს მონაწილეობა და ემიჯნება პროცესებს.

ამ დროისათვის ქუთაისს მერის მოვალეობის შემსრულებელი არ ჰყავს. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულო და საკრებულოს თავმჯდომარე, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. პარალელურად, ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები არიან ქუთაისის ყოფილი მერის, შოთა მურღულიას მხარდამჭრები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა