ზაზა რაზმაძის დაკრძალვის ხარჯებს გორისა და ერედვის თვითმმართველობები გაიღებს

ზაზა რაზმაძის დაკრძალვის ხარჯებს გორისა და ერედვის თვითმმართველობები გაიღებს

კარალეთის დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ზაზა რაზმაძის დაკრძავლის ხარჯებს მთლიანად გორისა და ერედვის მუნიციპალიტეტები გაიღებს.

გორის გამგებლის პაპუნა კობერიძის განცხადებით, დღეს დილით აღნიშნული საკითხი შესაბამისმა სამსახურებმა უკვე განიხილეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზაზა რაზმაძის გარდაცვალების გამო, ოჯახს უსამძიმრებენ.

"დაკრძალვის და საფლავის მოწესრიგების ხარჯებს მთლიანად გორის ბიუჯეტი გაიღებს. თავის მხრივ, ერედვის მუნიციპალიტეტიც უკვე მზადაა, რომ ოჯახს პირველ ეტაპზე ხუთასი ლარი გადასცეს. ოჯახი ჩვენი მხრიდან ყველანაირ ყურადღებას იგრძნობს და იმსახურებს" - აღნიშნა პაპუნა კობერიძემ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა