მოსამართლემ უგულავასა და მისი შვილის სატელეფონო საუბრის მოპოვება ევროკონვენციის დარღვევად მიიჩნია

მოსამართლემ უგულავასა და მისი შვილის სატელეფონო საუბრის მოპოვება ევროკონვენციის დარღვევად მიიჩნია

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ "თბილისის განვითარების ფონდის" საქმეზე, გიგი უგულავასა და მისი შვილის სატელეფონო საუბარი მტკიცებულებად არ დაუშვა.

როგორც მოსამართლემ მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, აღნიშნული ჩანაწერის მოპოვება  ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, პირად ცხოვრებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ მიიჩნია, რომ უგულავასა და მისი არასრულწლოვანი შვილის სატელეფონო საუბარი დაუშვებლად იქნას ცნობილი. ამასთან, მოსამართლემ განმარტა, რომ სატელეფონო ჩანაწერს შინაარსობრივად ბრალდებულების ბრალდებასთან კავშირი არ გააჩნია და იგი საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული.

ამდენად, მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, კერძოდ, გიგი უგულავა ითხოვდა, რომ მისი და მისი არასრულწლოვანი შვლის სატელეფონო საუბარი სასამართლოს მტკიცებულებად არ მიეღო.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობების განხილვის ეტაპზე მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და "თბილისის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის გამოკითხის ოქმები დაუშვებლად სცნო. კერძოდ, როგორც მოსამართლემ განმარტა, აღნიშნული ოქმები საპროცესო კოდექსის დარღვევის პირობებშია მოპოვებული და იგი საქმის არსებით განხილვას არ დაერთვება. თუმცა ადეიშვილი და საბანაძე, რომლებიც აღნიშნავენ, რომ გიგი უგულავას "თბილისის განვითარების ფონდთან" დაკავშირებულ ბრალდებაში ბრალი არ მიუძღვის, დარჩნენ დაცვის მხარის მოწმეთა ნუსხაში.

სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება. დაცვის მხარე საქმის პროკურორების აცილებას ითხოვს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნულზე მოსამართლეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ