"ბოზურად დაიწყო ჩაცმა და იმიტომ მოვკალი" - ეჭვიანობის გამო მომხდარი მკვლელობები საქართველოში

"ბოზურად დაიწყო ჩაცმა და იმიტომ მოვკალი" - ეჭვიანობის გამო მომხდარი მკვლელობები საქართველოში

Ambebi.ge გთავაზობთ მასალებს ფატალურად დამთავრებული სიყვარულის შესახებ; იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება ეჭვიანი მამაკაცი დაუნდობელი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ერთ დროს ყველაზე მეტად უყვარდა. დღეს ორ ისტორიას შემოგთავაზებთ.

თბილისში გიზო .ქ.-მ 19 წლით უმცროსი საყვარელი მოკლა, ხოლო მისი მცირეწლოვანი შვილი დაჭრა. 51 წლის მამაკაცს 21- წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ქმარს გაცილებული მარინე. ხ. 6 წლის შვილთან ერთად, ნაძალადევში ქირით ცხოვრობდა. როგორც ირკვევა, ელიავას ბაზრობის მოვაჭრეებისთვის ქალს ცხელი ყავა დაჰქონდა და მასში აღებული თანხით ირჩენდა თავს. რაც შეეხება გ.ქ.-ს ამავე ბაზრობაზე ის მეორად ელექტროსაქონელს ყიდდა. როგორც ჩანს, ისინი ბაზრობაზე დაახლოვდნენ. როგორც მოწმეები ამბობენ, მარინეს გამოჩენამდე გიზო სხვაზე იყო შეყვარებული და მასზე დაქორწინებასაც კი აპირებდა, მაგრამ საცოლე მარინეს გამო მიატოვა. ორი თვის შემდეგ კი საცხოვრებლად მის ნაქირავებ ბინაშიც გადავიდა - იქ, სადაც ქალი 6 წლის შვილთან, ნიკასთან ერთად ცხოვრობდა. ახლობლებში ქალი კაცს ქმრად ასაღებდა, რადგან მამაკაცმა დედა-შვილზე ზრუნვა საკუთარ თავზე აიღო, მითქმა-მოთქმის თავიდან აცილების მიზნით, მარინეს ბაზრობაზე ყავის ტარებას თავი დაანებებინა, თუმცა, ქალმა გამოუცხადა, რომ, ვინაიდან ბავშვის სკოლაში შეყვანას აპირებდა, არ უნდოდა, რომ ფინანსურად მხოლოდ მასზე ყოფილიყო დამოკიდებული და ელიავას ბაზრობის ახლომდებარე ერთ-ერთ სარემონტო ოფისში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა.

დაახლოებით სამი თვის შემდეგ, ქალსა და კაცს შორის კონფლიქტმა იმატა, რამაც სისტემატური ხასიათი მიიღო. ამის მიზეზი კი ეჭვიანობა გახდა, რადგან, როგორც მისი საყვარელი ჩვენებაში წერს, მარინემ, "ბოზურად დაიწყო ჩაცმა" და კაცს ეჭვი გაუჩნდა, რომ ახალი საყვარელი მოძებნა.

სახლში შინ დაბრუნებულმა ნასვამმა გიზომ ქალს სამსახურისთვის თავის დანებება მოსთხოვა. ქალისგან კატეგორიული უარი მიიღო. გაღიზიანებულმა კაცმა ქალს ჯერ სკამი დაარტყა, შემდეგ წააქცია და მისი ცემა წიხლებითა და მუშტებით განაგრძო. ხმაურზე მარინეს შვილს გაეღვიძა და დედისკენ საშველად წამოვიდა, მაგრამ, უკვე გვიანი იყო - გიზომ ქალი დანით დაჭრა... შეშინებული ბავშვი ყვირილით გარეთ გავარდა, რომ საშველად მეზობლებისთვის ეხმო. თუმცა, როგორც გამოძიება აცხადებს, ბრალდებულმა მოწმის თავიდან მოშორება გადაწყვიტა და ბავშვისკენ წავიდა, რომელსაც კართან დაეწია, დანა მასაც დაარტყა და იქაურობას გაეცალა... ბავშვი გადარჩა, ექიმებმა დედის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

"დედა ვუტირე, დავჭერი ჩემი ცოლი"

რუსთავში 51 წლის ოლეგ შ-მ 37 წლის მეუღლე ბელა ძ. დანით დაჭრა, შემდეგ მისი გადარჩენა სცადა და დასახმარებლად "სასწრაფოს" ბრიგადა გამოიძახა. დაჭრილი რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და ქალი მალევე გარდაიცვალა. მეუღლეები ერთმანეთს დაშორებულები იყვნენ. დაშორების შემდეგ ბელამ საერთო საცხოვრებელში იქირავა ბინა და შვილებთან ერთად იქ ცხოვრობდა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა დასახელდა. მეზობლების თქმით, ოლეგი ყოფილი ცოლისგან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას მოითხოვდა, მაგრამ მის თხოვნას ბელა არ დაემორჩილა, რაც ტრაგედიით დასრულდა. ოლეგის მეზობელი: "სახლიდან ჩამოვდიოდი, კიბესთან შემხვდა ოლეგი, თავისი ყოფილი ცოლის ბინაში ადიოდა და მომესალმა. ცოტა ხანში უკან დავბრუნდი, ის უკვე ჩამოდიოდა და მითხრა, დედა ვუტირე, დავჭერი ჩემი ცოლიო. ამ სიტყვებისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია. წასულიყო იქიდან და რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა, რას აღიზიანებდა ამ კაცს?!".

გაგრძელება იქნება...

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ