სასჯელაღსრულების დაწესებულებები 69 პატიმარმა დატოვა

სასჯელაღსრულების დაწესებულებები 69 პატიმარმა დატოვა

ადგილობრივი საბჭოების და მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, 69 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების და მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები 16, 17 და 18 აპრილს გაიმართა. მათი გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებები 69 მსჯავრდებულმა დატოვა. გათავისუფლებულებს შორის 7 ქალბატონია.

უწყების ინფორმაციით, სხდომებზე 770-მდე მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს, კერძოდ მათი, ვისაც მოხდილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე – სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4.

სამინისტროში აცხადებენ, რომ შუამდგომლობების ინდივიდუალურად განხილვისას საბჭოების წევრებმა გაითვალისწინეს დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა, ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმით სულ 2888 მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 325 ქალი და 46 არასრულწლოვანი. მაშინ როდესაც, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აღნიშნული მექანიზმით სულ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 12 არასრულწლოვანი და 39 ქალი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ