რით დაასაქმებენ ქართველ პატიმრებს ციხეებში

რით დაასაქმებენ ქართველ პატიმრებს ციხეებში

მსჯავრდებულთა შრომას ფართოდ იყენებენ უცხოეთში.

"ციხის ევროპული წესების თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მუშაობა უნდა აღიქმებოდეს, როგორც ციხის რეჟიმის პოზიტიური ელემენტი და არ უნდა იყოს გამოყენებული სასჯელის სახით. ციხის ადმინისტრაცია უნდა ცდილობდეს, სასარგებლო ხასიათის სამუშაო პირობები შეუქმნას პატიმარს".

ეს სიტყვები 2011 წლის სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პენიტენციარული სისტემის მონიტორინგს ეხება. ამავე ანგარიშის თანახმად, 2011 წელს საქართველოში 24ათას 114 პატიმრიდან მხოლოდ 25 მსჯავრდადებულს ჰქონდა სამუშაო. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებების პურის საცხობებში მუშაობდნენ.

მსჯავრდადებულთა შრომას ფართოდ იყენებენ უცხოეთში. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი პატიმარია აშშში - 2,23 მილიონი და აქედან თითქმის 2 მილიონი დასაქმებულია ციხეებთან არსებულ საწარმოებში. ამერიკელი პატიმრები ქმნიან ჯარისთვის ჩაფხუტებს, ჯავშანჟილეტებს, ქამრებს, ზურგჩანთებსა და კარვებს. მსჯავრდადებულთა შრომა საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ნივთების წარმოებისთვისაც გამოიყენება. ციხის ეკონომიკამ ამერიკაში იმდენად ფართო მასშტაბები მიიღო, რომ სარფიან საქმედ იქცა კერძო ციხეების ფლობა. იაფი მუშახელის გამოყენება წარმოებაში ნებისმიერი კომპანიისთვის ხელსაყრელი საქმეა. მსჯავრდადებულთა შრომა სხვადასხვა შტატის ციხეებში განსხვავებულად ფასდება - საათში 25 ცენტიდან 2 დოლარამდე.

მსჯავრდებულთა შრომის ექსპლუატაციაზე საუბრობენ უფლებადამცველები რუსეთში. შარშან ამ ქვეყანაში მსჯავრდადებულების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულებამ $940 მილიონი შეადგინა. 862 ათასი პატიმრიდან უმეტესობა დასაქმებულია, მათი ანაზღაურება თვეში კი საშუალოდ, სულ რაღაც, 116 რუბლია.

თვეში 163 ევროს უხდიან შესრულებული სამუშაოსთვის პატიმრებს ბელგიაში. 2013 წლის მონაცემებით, ქვეყანას 11 100 მსჯავრდადებული ჰყავს და მათგან 3 665 დასაქმებულია.

გიორგი გიორგაძე (საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე): "ჩვენ ვიწყებთ პატიმართა კლასიფიკაციას საშიშროების რისკების შეფასების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც ნაკლებ საშიშროებას წარმოადგენენ, დაბალი რისკის დაწესებულებაში განთავსდებიან. ამისთვის რუსთავის #16 დაწესებულებას ვამზადებთ. იქ იქნება უფრო ლიბერალური რეჟიმი, მსჯავრდადებულებს ხანგრძლივი პაემნისა და ოჯახთან შეხვედრის მეტი შესაძლებლობა ექნებათ, აგრეთვე უფრო მეტი კონტაქტი გარე სამყაროსთან, სატელეფონო კავშირისა და ვიდეოპაემნის სახით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა. დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკრეტულ კომპანიასთან, რომელიც ამ დაწესებულებაში საწარმოს აამოქმედებს. აქ ჩვენი თანამშრომლებისთვის ფეხსაცმელი შეიკერება. ბევრი კომპანიის წარმომადგენელს შევხვდით მოსაზიდად და დასაინტერესებლად, რათა ციხეში შემოსულიყვნენ და წარმოება გაემართათ, დაესაქმებინათ პატიმრები.

- ჩემთვის ცნობილია, რომ ბიზნესი თავს იკავებდა ციხეში კაპიტალდაბანდებისგან...

- უმრავლესობა თავს იკავებს. ალბათ, ერთგვარი შიში მათ ჯერ კიდევ აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ეს პირველი პროექტი წარმატებით განხორციელდება, სხვებიც შეიცვლიან აზრს. ყოველ წელს ჩვენი სამინისტრო დაახლოებით, 3 ათას წყვილ ფეხსაცმელს ყიდულობს. ამ წარმოების ამოქმედების შემდეგ შევძლებთ მაღალი ხარისხის ასეთივე ფეხსაცმლის შეძენას თითქმის ნახევარ ფასად. და რაც მთავარია, ამ პროდუქციას პატიმრები შექმნიან. ბუნებრივია, ჩვენგანაც იყო ხელსაყრელი შეთავაზება ინვესტორისთვის, მათ შორის, საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით.

მათ ჩვენ აშენებულ შენობა-ნაგებობებს გადავცემთ. თავის მხრივ, მათი ვალდებულებაა, დააბანდონ ინვესტიცია, შემოიტანონ მაღალი ტექნოლოგიების დანადგარები, პატიმრებს ასწავლონ მუშაობა და დაასაქმონ. რუსთავის #16 დაწესებულება იქნება ე.წ. საწარმოო ზონა, სადაც პატიმარი ან იმუშავებს, ან რომელიმე პროფესიას შეიძენს აქვე მდებარე პროფესიულ სასწავლებელში.

იხილეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ