"ჩემს ოჯახზე ხორციელდება არნახული ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან" - დათა ახალაია საბერძნეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

"ჩემს ოჯახზე ხორციელდება არნახული ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან" - დათა ახალაია საბერძნეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს

დათა ახალაიამ საბერძნეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველა პროცედურა ხორციელდება, რომელიც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნასთან არის დაკავშირებული.

"ინტერპრესნიუსი" ადვოკატ რომეო საჯაიასაც დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დათა ახალაია ამ დროისთვის საბერძნეთში, შესაბამის დაწესებულებაში იმყოფება.

"ახალაია სამართალდამცავებს არ ჩაბარებია და იმ დაწესებულებაში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი პირები გადაჰყავთ", - განაცხადა რომეო საჯაიამ.

დათა ახალაიასთან დაკავშირებით, ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

"ვინაიდან ჩვენს ოჯახზე უკვე წელიწადნახევარზე მეტია ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ოჯახის თითოეულ წევრზე ხორციელდება არნახული ზეწოლა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, დათა ახალაიამ ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით", - წერს "ფეისბუქში" ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ