რა კავშირშია 90-იანების ყველაზე სკანდალური პოლიციელის მკვლელობასთან ერეკლე კოდუა?!

რა კავშირშია 90-იანების ყველაზე სკანდალური პოლიციელის მკვლელობასთან ერეკლე კოდუა?!

"ჩემი ძმა ერეკლე კოდუამ მოკლა".

დავით თელია, 2014 წელი, მარტი

"მხოლოდ მკვდრები არ ლაპარაკობენ".

გია თელია, 2005 წელი, სექტემბერი

ორიოდე კვირის წინ ერეკლე კოდუაზე ინტერპოლით ძებნის გამოცხადების შემდეგ საზოგადოებას კოდუას სხვა საქმეებთან ერთად, ერთი ცნობილი სპეცოპერაციაც გაახსენდა - 2006 წლის 16 თებერვალს, თბილისში, სოდ-ის მორიგ სპეცოპერაციას 90-იანი წლების ყველაზე სკანდალური პოლიციელი გია თელია შეეწირა - შეიარაღებული წინააღმდეგობის გამო ის მეგობრის ბინაში მოკლეს. ფაქტის დასადასტურებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ადგილის გადასაღებად ჟურნალისტებიც კი მიიწვია. მათ ოთახში ბლომად ნარკოტიკი და გარდაცვლილი თელია დახვდათ. მოკლულს მარჯვენა ხელში პისტოლეტი "ეჭირა". ამ ფაქტმა ბევრი დააეჭვა - იცოდნენ, პოლიციელი ცაცია(?!) იყო. პოლიციელი, რომელზეც თითქმის 10 წელი"ნადირობდა ქურდული სამყარო და "მხედრიონი", საბოლოოდ საკუთარი კოლეგების მსხვერპლი აღმოჩნდა.

გია თელიას გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ცოტა თუ იცნობდა. პოლიციურ წრეებში კი მისი სახელი დაკავშირებული იყო 80-იანი წლების "მშრალი მორფინის" საქმესთან - იმხანად თბილისში ნარკოტიკებით მოვაჭრე ცოლ-ქმარი დააკავეს, რომელთაც მშრალი მორფინი აღმოაჩნდათ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი ნარკოტიკებს ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტიდან იღებდნენ (სწორედ იქ იყო მშრალი მორფის მწარმოებელი ქარხანა). ამ საქმით მაშინ მოსკოვიც დაინტერესდა და შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც უნდა დაედგინა, როგორ აღწევდა ქარხნიდან ნარკოტიკი ჯერ გადამყიდველებამდე, შემდეგ საბჭოთა კავშირის შავ ბაზრამდე. როგორც ამბობენ, ამ ოპერაციაში თელიას საინტერესო როლი ერგო. თბილისში დაკავებულ ცოლ-ქმარს მიაწერინეს წერილი ჩიმკენტში, ნარკოტრაფიკის მოთავესთან (რომელიც ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს ლიდერადაც ითვლებოდა), რომ გია თელია კოლონიიდან ახალგათავისუფლებული სანდო პირი იყო და ნარკოტიკის დიდი პარტია უნდოდა. თელია, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ჩიმკენტში ჩავიდა. Lლეგენდის მიხედვით, თელია კოლონიაში მკვლელობისა და ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს (შესაბამისი ცნობაც კი გაუკეთეს) და ნარკოტიკები კოლონიაში "კანონიერი ქურდებისთვის" შესაგზავნად უნდოდა. საამისოდ კი 50 000 მანეთის "კუკლა" ჰქონდა წელზე შემორტყმული. როგორც თელია აცხადებდა, ნდობის მოსაპოვებლად ნარკოტიკებს გემო სწორედ იქ გაუსინჯა (შემდეგ ეს სენი სიკვდილამდე გაჰყვა).

წარმატებული ოპერაციის შედეგად 185 კაცი დააკავეს, მათ შორის 12 დაქირავებული მკვლელი, ამოიღეს 7 კგ მორფინი.

"მშრალი მორფინის" საქმისთვის გია თელიამ მოსკოვიდან მადლობის ბარათიც მიიღო, თუმცა თბილისში ცნობილი ის სულ სხვა საქმით გახდა.

1991 წლის 21 დეკემბერს დედაქალაქში ე.წ. თბილისის ომი დაიწყო. მეორე დღეს დედაქალაქში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა მოხდა - გაგარინის მოედანზე "კანონიერი ქურდი" ანზორ აღაიანი მოკლეს. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის უფროსმა ბორია ივანოვმა გადაწყვიტა, ესარგებლა ქვეყანაში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებით და ქურდულ სამყაროს ნამდვილი ომი გამოუცხადა. მისი პირველი მსხვერპლი, ციხიდან ახალგამოსული აღაიანი კრასნოდარში ცხოვრობდა და ოჯახის წევრებს ხშირად აკითხავდა თბილისში. "კანონიერი ქურდის" მოშორების არცთუ ისე კანონიერი გეგმა ივანოვის კაბინეტში შემუშავდა. მოვლენებიც სწორედ ამ გეგმის მიხედვით განვითარდა - პოლიციელი გია თელია ე.წ. ქუჩის ტელეფონიდან ურეკავდა აღაიანის მეზობელს, ვინმე მურადიანს და შეცვლილი ხმით ფულს სთხოვდა. ერთ საღამოს თელია და პოლიციელი გოცირიძე კახეთის გზატკეცილზე მურადიანის მაღაზიას მიადგნენ, საწვავი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ორიოდე დღის შემდეგ მურადიანს ეზოში პოლიციელმა მაისურაძემ "ლიმონკა" შეუგდო. შემდეგ თელიამ კვლავ დაურეკა მურადიანს და 3 მილიონი რუბლი მოსთხოვა, თან დაამატა, - საქმეში ვინმე კრიმინალური ავტორიტეტი ჩარიეო...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ