თინეიჯერი, რომელმაც უმცროსი და 50-ჯერ გააუპატიურა, დააპატიმრეს

თინეიჯერი, რომელმაც უმცროსი და 50-ჯერ გააუპატიურა, დააპატიმრეს

თინეიჯერი, რომელმაც საკუთარი და რამდენჯერმე გააუპატიურა, დააპატიმრეს.

სასამართლო Lincoln Crown-ში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი პროცესი გაიმართა - დამნაშავედ სცნეს არასრულწლოვანი, რომელმაც თავის დაზე პირველად მაშინ იძალადა, როდესაც გოგონა მხოლოდ 9 წლის იყო. თინეიჯერების სახელი და გვარი არ ვრცელდება; პრესისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბავშვები ინგლისის საგრაფო ლინკოლნშირში ცხოვრობენ. როდესაც დაზე პირველად იძალადა, ძმა 13 წლის იყო. 

გოგონა ძმისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას სისტემატურად განიცდიდა. მთელი 2 წლის განმავლობაში ის ამ საშინელ ამბავს ვერავის უყვებოდა. დაზე ძალადობა მხოლოდ მაშინ შეწყვიტა, როდესაც მოზარდმა სექსუალური კავშირის დამყარება მეგობარ გოგონასთან დაიწყო. ბიჭს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ ციხეში გადაიყვანეს.

"მსხვერპლი საკუთარი დაა. ძმა გოგონაზე რეგულარულად ძალადობდა", - განაცხადა სასამართლოს წარმომადგენელმა მეთიუ ლოუმ ჟურნალისტებთან საუბარში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ