დათა ახალაია ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა

დათა ახალაია ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა

დათა ახალაია საბერძნეთში მაშინ დააკავეს, როდესაც ოთარ ურუშაძის სახელით იტალიაში გადასვლას ცდილობდა. ამის შესახებ "ქრონიკას" დავით ახალაიას ბერძენმა ადვოკატმა, ალექსანდროს პაპასტერიოპულოსმა განაცხადა.

"ბატონი ახალაია დააკავეს 27 მარტს, ქალაქ პატრასში. იგი ქვეყნის დატოვებას იტალიის მიმართულებით, ყალბი პასპორტის გამოყენებით, ოთარ ურუშაძის სახელის გამოყენებით გეგმავდა. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას 40-დღიანი წინასწარი პატირმობა შეუფარდა. ორი დღის წინ დადგინდა, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარი დავით ახალაიაა. მასზე ინტერპოლით ძებნაა გამოცხადებული. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მის ექსტრადიციას ითხოვს. ამ საკითხის განხილვა 15 დღის ვადაში უნდა მოხდეს. პარალელურად, ახალაიამ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი, იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია, მისი ძმა კი ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია. ახალაია აცხადებს, რომ უდანაშაულოა. პოლიტიკური თავშესაფრის განხილვის საკითხი მოხდება ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ", - განაცხადა ალექსანდროს პაპასტერიოპულოსმა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ