ვანო მერაბიშვილი - უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს

ვანო მერაბიშვილი - უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს

უკრაინა უკვე გათავისუფლდა პრორუსი ოლიგარქი იანუკოვიჩისგან, ჩვენ ეს ბედნიერება წინ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი მიესალმა დარბაზში მყოფ უკრაინის ყოფილ შს მინისტრ იური ლუცენკოს, რომელიც დღეს მის პროცესს ესწრებოდა. მერაბიშვილის თქმით, ლუცენკომ უკვე გამოიარა ის, "სადაც დღეს ჩვენ ვდგავართ".

როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, "ვარდების რევოლუცია" მოხდა ჯერ საქართველოში, შემდეგ უკრაინაში, თუმცა, უკრაინა წინ არის დემოკრატიის კუთხით. რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, მისი თქმით, ეს ისეთივე სასაცილო და სამარცხვინოა, როგორიც იყო მისი კოლეგის, ლუცენკოს შემთხვევაში. მერაბიშვილმა მიმართა მოსამართლეს და პროკურორს და უთხრა, რომ მათ შერცხვებათ ამ პროცესების გამო და ეს მათ ცხოვრებაში ყველაზე სამარცხვინო იქნება.

"მივესალმები ჩემს მეგობარს. ჩვენ კიდევ ერთად ვიბრძოლებთ და გავათავისუფლებთ ქვეყანას ოლიგარქებისა და ოკუპანტებისგან", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და პროცესი დატოვა.

პროცესი დატოვეს ასევე მისმა მხარდამჭერებმა, ოჯახის წევრებმა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა, ასევე იური ლუცენკომ. ლუცენკომ დარბაზიდან გასვლისას მოსამართლეს რეპლიკით მიმართა - "თქვენ უფრო გეშინიათ, ვიდრე ვანოს" და აქვე აღნიშნა, რომ მისი პატიმრობის გადაწყვეტილების მიმღებმა მოსამართლემ 4 წლიანი სასჯელი მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ