რას ყვება ექსპერტი, რომელმაც გარდაცვლილი კიწმარიშვილის გვამი დაათვალიერა - ვისი ხელით იყო ნასროლი სასიკვდილო ტყვია

რას ყვება ექსპერტი, რომელმაც გარდაცვლილი კიწმარიშვილის გვამი დაათვალიერა - ვისი ხელით იყო ნასროლი სასიკვდილო ტყვია

ეროსი კიწმარიშვილს თავის არეში რომ მიბჯენით ნასროლი ჭრილობა აქვს, ჩატარებულ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა ექსპერტი თანხმდება, - ამის შესახებ Ambebi.ge დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა განუცხადა, რომელიც კიწმარიშვილის ოჯახის თხოვნით ექსპერტიზის პროცესში ჩაერთო.

"სროლა განხორციელებულია უმანძილო დისტანციიდან – მიბჯენით. ასახულია ლულის ანაბეჭდი – შტანც-მარკა. ეს კლასიკურად ასახული ლულის კვალია, რაც იშვიათია. ვისი ხელით იყო ნასროლი, ამას ჩვენ ვერ დავადგენთ, თუმცა მიბჯენით არის ნასროლი. დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც გასროლა განხორციელდა, მძლავრია და დაზიანებულია თავის ქალის ძვლები", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.

მისი თქმით, კიწმარიშვილის სხეულის ექსპერტიზა დასრულებულია, რის შემდეგაც კვლევა ჩაუტარდება, როგორც ავტომობილს, ასევე შემთხვევის ადგილს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ