სათვალთვალო კამერა, რომელიც გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილს უყურებდა, სხვა მხარეს არის შეტრიალებული - ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
რუსთავი 2-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნაჩვენებია სათვალთვალო კამერა, რომელსაც ნათითურები ეტყობა და სხვა მხარესაა მიბრუნებული.
როგორც სიუჟეტში აღნიშნავენ, ეს კამერა ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის სურვილით დამონტაჟდა.
რუსთავი 2-ის დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომზე, საკუთარ მანქანაში გუშინ იპოვეს. მას თავში აქვს ერთი ტყვია მოხვედრილი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.