რა აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილას, ნაპოვნი იარაღის დათვალიერების შედეგად

რა აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ადგილას, ნაპოვნი იარაღის დათვალიერების შედეგად

ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურა კიწმარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილის ავტომობილში აღმოჩენილი იარაღი სუფთა, უსისხლო იყო . ამის შესახებ ზურა კიწმარიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მან დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან ერთად იარაღი დაათვალიერა.

მისი ინფორმაციით, იარაღი დეტალურად გაისინჯა და გარკვეული დამუშავება კიდევ უტარდება. ამასთან, გარდაცვლილის ძმის ცნობით, მათ კიდევ რამდენიმე ნივთმტკიცება ნახეს, მათ შორის სისხლიანი ღვედი, მანქანის ის ნაწილი, სადაც ტყვია იყო შესული და ტყვიის გულა, რომელზეც სისხლის კვალი არ იყო.

"პირველი, რაც იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, სუფთა იყო ანუ უსისხლო იყო იარაღი აბსოლუტურად. ეს მეც ვნახე თვალით და დაადასტურეს ექსპერტებმაც. გაუკეთდა დათვალიერება, ულტრაიისფერი, სხვადასხვა საშუალებებით და სისხლის კვალი არ აღმოჩნდა. აღებულია ლულიდან ნიმუში, რომელიც გარეგანი დათვალიერებით არ უნდა შეიცავდეს სისხლის კვალს, მაგრამ მაინც გადატანილია და კიდევ გაუკეთდება ანალიზი", - აღნიშნა ზურა კიწმარიშვილმა.

ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის თქმით, იარაღზე სისხლის საეჭვო ლაქა არ არის. "დნმ არის აღებული. მართალია ვიზუალურად, არც მაკროსკოპულად, არც ლუპით და არც საკმაოდ დიდი მიკროსკოპული გადიდებით სისხლზე საეჭვო ლაქა არ არის იარაღზე. ლულაშიც რამდენადაც შეიძლებოდა სიღმეში იქაც, არც ულტრაიისფერ სხივებში, რომელმაც ნათება უნდა აჩვენოს, არ იყო ეს ნათება, მაგრამ აღებული იქნა დნმ-ს გამოკვლევაზე ანაწმენდები", - აღიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვნეს.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ