ხათუნა ბერძენიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ხათუნა ბერძენიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს თბილისის ორი გამგებელი, საკრებულოს წევრი და მერიის თანამშრომელი დაიბარეს.

როგორც  თბილისის მერიაში აცხადებენ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს, 14:00 საათზე დაბარებული არიან გამგებლები: თორნიკე ხუციშვილი და ხათუნა ბერძენიშვილი, ასევე საკრებულოს წევრი ლევან მხეიძე და თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილე მაია ცენტერაძე.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, უცნობია, რა საკითხზე დაიბარეს აღნიშნული პირები საგამოძიებო სამსახურში და დაიკითხებიან თუ არა ისინი მოწმის სტატუსით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ