როგორ მოექცა მამა პედოფილს, რომელსაც საკუთარი შვილის გაუპატიურებისას შეუსწრო

როგორ მოექცა მამა პედოფილს, რომელსაც საკუთარი შვილის გაუპატიურებისას შეუსწრო

დეიტონ ბიჩის (ფლორიდა) მკვიდრი მამაკაცი ერთ დღეს შინ დაბრუნებისას ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ფაქტის მომსწრე გახდებოდა. სახლში შესულმა დაინახა, თუ როგორ აუპატიურებდა მის 11 წლის ვაჟს პედოფილი. მან მოძალადე ცემით სიკვდილის პირას მიიყვანა - პედოფილმა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემდეგ გონება დაკარგა. მოძალადე რეიმონდ ფროლანდერს სახე ისე ჰქონდა დამახინჯებული, რომ მისი ცნობა ჭირდა.

ამის შემდეგ მამამ პოლიცია გამოიძახა: "სასწრაფო გამოგზავნეთ, ის სისხლისგან იცლება", - თქვა მან ტელეფონით საუბრისას. მამას ჰკითხეს, გამოიყენა თუ არა იარაღი, პასუხი: "მხოლოდ მუშტები და ფეხი", მოგვიანებით მან დაამატა: "მას გაუმართალა, რომ ღმერთის მწამს, გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა - არ მოვკალი".

გაუპატიურებული ბავშვის მამა არ დაუსჯიათ. ადგილობრივი პოლიციის გადაწყვეტილებით, მამა არც გაუსამართლებიათ. "მამა ვაჟკაცურად მოიქცა, მიზეზს ვერ ვხედავ, რაიმეში დავადანაშაულო", - განუცხადა დეიტონ ბიჩის პოლიციის უფროსმა ტელეარხ CBS-ს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, 18 წლის დამნაშავე ამ ოჯახის ნაცნობი იყო და არსებობს ეჭვი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მან ბავშვზე ძალა არაერთხელ იხმარა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ