რუსეთიდან ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად "ჭუტო ხონსკი" გამოაძევეს

რუსეთიდან ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად "ჭუტო ხონსკი" გამოაძევეს

რუსეთიდან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდი, მეტსახელად "ჭუტო ხონსკი" გამოაძევეს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით , ე.წ. კანონიერი ქურდი 2013 წელს ტულაში დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს.

მას ბრალი დოკუმენტების გაყალბებაში დასდეს და 1 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

"სასჯელის მოხდის შემდეგ მამაკაცი ზავიალოვსკის რაიონულ სასამართლოში გადაიყვანეს, შემდეგ კი მოსკოვში. ამჟამად ის საქართველოში იმყოფება", - ნათქვამია რუსეთის შსს-ს განცხადებაში.

უწყებას ე.წ. კანონიერი ქურდის სახელი და გვარი არ დაუსახელებია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ