ჯოზეფ ქეი - სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, "იმედი" დავთმე

ჯოზეფ ქეი - სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, "იმედი" დავთმე

სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, "ტელეიმედი" დავთმე, - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში "ტელეიმედისა" და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სკაიპით დაკითხვისას ჯოზეფ ქეიმ განაცხადა. იგი უკვე დაახლოებით 2 საათია სასამართლოში იკითხება. ჯოზეფ ქეის ამ დრომდე შეკითხვებს მხოლოდ პროკურორები უსვამენ.

ჯოზეფ ქეიმ დაკითხვისას განაცხადა, რომ 2007 წელს, როდესაც ქვეყანაში სიტუაცია აირია და ბადრი პატარკაციშვილი კენჭს იყრიდა პრეზიდენტობაზე, მას ხელისუფლებამ წაუყენა ულტიმატუმი, რის საფუძველზეც იძულებული შეიქნა "ტელეიმედი" გაესხვისებინა.

როგორც ჯოზეფ ქეი აცხადებს, ბადრი პატარკაციშვილმა მას შესთავაზა ხუთი წლით ტელევიზია და დაპირდა, რომ ხუთი წლის შემდეგ დახარჯულ თანხას უკან დაუბრუნებდა. ჯოზეფ ქეის განცხადებით, იგი ამაზე დათანხმდა. ჯოზეფ ქეიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ინვესტიციები განხორციელებული ჰქონდა 2004-დან 2007 წლამდე, რაც დაახლოებით 200 მილიონ დოლარს შეადგენდა. ამ პერიოდში, როგორც ქეი ამბობს, მას ურთიერთობები ჰქონდა ხელისუფლებასთან, მათ შორის სტუმრად მიდიოდნენ მასთან საქართველოშიც და საზღვარგარეთაც სააკაშვილი, უგულავა და სხვა მაღალჩინოსნები.

რაც შეეხება "ტელეიმედის" საქმეს, როგორც ქეი ამბობს, ბადრი პატარკაციშვილთან ერთად "ტელეიმედის" მის მმართველობაში გადაცემის შესახებ საუბარი შედგა კანცელარიაში, რომელსაც ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილი.

"მერე ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, ხელისუფლებიდან მომივიდა მესიჯები, რომ ის მოლაპარაკებები, რომელიც დაწყებული იყო "ტედეიმედის" თემაზე, უნდა დამესრულებინა და ბოლომდე მიმეყვანა. ასე აღმოვჩნდი "ტედეიმედის" მფლობელი", - განაცხადა ჯოზეფ ქეიმ.

სასამართლოში ჯოზეფ ქეი "სკაიპით" ნიუ-იორკიდან ერთვება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ