მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა. საგამოძიებო უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, განცხადება გაკეთდება.

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე 11.00 საათისთვის იყო დაბარებული. უცნობია, რა საკითხზე უნდა დაეკითხათ ექსპრეზიდენტი.

ასევე უცნობია, გამოიყენებს თუ არა პროკურატურა მოწმის იძულებითი დაკითხვის გზას.

მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დღეს მეორედ იყო დაბარებული. პირველად ყოფილი პრეზიდენტი 27 მარტს დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში. პროკურატურის მაშინდელი განცხადებით, სააკაშვილი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით უნდა დაეკითხათ, მათ შორის, საგამოძიებო უწყებას ექსპრეზიდენტთან კითხვები ჰქონდა გირგვლიანის მკვლელობის, "ტელეიმედში" შეჭრის საქმეზე, მუხროვანის ამბოხზე, "ტვ 25-ის" საკითხზე, დაცვის სამსახურის ფინანსურ საქმიანობასა და "ქართუ" ბანკის გაკოტრების საქმეებზე. ამასთან, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა დისტანციურ დაკითხვაზე თანხმობა განაცხადა, შემდეგ კი აღნიშნა, რომ ჩვენებას მხოლოდ სასამართლოში მისცემს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ