მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დაუსწრებლად წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.

მთავარ პროკურატურაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე. როგორც კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღესვე მიიღებს მასალებს, რის შემდეგაც გაეცნობა მტკიცებულებებს და ბრალდების დადგენილებას.

ოთარ კახიძის განცხადებით, მთავარია, როგორ საბუთდება ის ფაბულა, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა. კახიძის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ფაბულის დასამტკიცებლად მთავარი სწორედ მტკიცებულებებია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავარ პროკურატურაში გუშინ გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბენას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.

გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბრალი ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე წარედგინათ. მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ