მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს

მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად ბრალი უკვე წაუყენეს. მთავარ პროკურატურაში მის ადვოკატ ოთარ კახიძეს ბრალის დადგენილება უკვე გადაეცა.

როგორც პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ ჰქონია მასალების გაცნობის შესაძლებობა, ვინაიდან გამომძიებლების განმარტებით, ეს არის მასალების დაახლოებით 80 ტომი თითო ბრალდებულზე და მასალები იდენტურია.

კახიძის ინფორმაციით გამომძიებლები ალაგებენ მასალებს და დღის მეორე ნახევარში გადასცემენ.

"ასე რომ, მე მასალებთან წვდომა არ მქონია, მხოლოდ ბრალდების დადგენილებები გადმომეცა ადეიშვილსა და სააკაშვილზე. ორივე ბრალის დადგენილება პრაქტიკულად იდენტურია და ზუსტად ემთხვევა ნარატივს, რომელიც ჟურნალისტებს წაუკითხეს. ახალი ამ დადგენილებებში არაფერი არ არის", - აღნიშნა ადვოკატმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავარ პროკურატურაში გუშინ გაკეთდა.უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბენას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ყოფილ პრესიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.

გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბრალი ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე წარედგინათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ