ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში თევზი თბილისში - საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში თევზი თბილისში - საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში  საქართველოს ორი მოქალაქე მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ი/მ "რომან ქაჯაია" მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ლევან ქაჯაიასთან ერთად მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად, კუსტარული წესით ამზადებდა და ყიდდდა შებოლილი თევზის პროდუქტებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტები არ შეესაბამებოდნენ სტანდარტს, შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და მათი მოხმარება საშიში იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ხუთიდან შვიდ წლამდე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ