შსს ანაკლიაში ავტოსატრანსპორტო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს

შსს ანაკლიაში ავტოსატრანსპორტო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს

მიმოსვლაზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ანაკლიაში დღეიდან "კაზანტიპის" ფესტივალის პერიოდში ავტოსატრანსპორტო მიმოსვლაზე განცხადებას ავრცელებს. მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით დღეიდან ანაკლიიდან განმუხურში მისასვლელი საავტომობილო გზა გადაიკეტა როგორც ავტომანქანებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის.

რაც შეეხება ზუგდიდი–ანაკლიის მიმართულებას, 18 აგვისტოდან აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომანქანებისთვის გადაადგილება შეიზღუდება.

გადაკეტვის ადგილიდან ანაკლიის მიმართულებით და მთლიანად საკურორტო ტერიტორიაზე იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანაკლიაში ავტომანქანები დაიშვებიან მხოლოდ სპეციალური საშვებით. მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრეებს ვურჩევთ თავი შეიკავონ საკუთარი ავტომანქანებით გადაადგილებისგან და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აღნიშნული შეზღუდვა პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება.

"კაზანტიპის" ფესტივალი 20 აგვისტოდან 30 აგვისტომდე გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ