"შავი ამბოხი" გრძელდება - ამერიკელი პოლიციელების მიერ დახოცილი ფერადკანიანები და მწვავე დაპირისპირება რასისტულ ნიადაგზე

"შავი ამბოხი" გრძელდება - ამერიკელი პოლიციელების მიერ დახოცილი ფერადკანიანები და მწვავე დაპირისპირება რასისტულ ნიადაგზე

რასობრივი საკითხი აშშ-ის საზოგადოებაში დღემდე უმთავრეს პრობლემად რჩება. 10 აგვისტოს, მისურის შტატის ქალაქ ფერგიუსონში მომხდარი ინცინდენტი, აშშ-ში რასობრივი დაპირისპირების მორიგ მიზეზად იქცა. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით 18 წლის ფერადკანიანი მაიკლ ბრაუნი მოკლა. CNN-ის ცნობით, გაკვეთისას მოზარდის სხეულიდან 6 ტყვია ამოიღეს. ოფიციალური ინფორმაციით, შეუიარაღებელმა მოზარდმა, დაკავებისას პოლიციას ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. პოლიციამ მისი დაკავება მას შემდეგ სცადა, რაც ბრაუნმა მაღაზიიდან სიგარების კოლოფი, ფულის გადახდის გარეშე გამოიტანა.

მომხდარმა ქალაქ ფერგიუსონის ფერადკანიან საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. ხალხის შესაჩერებლად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაძაბული ვითარების გამო, შტატის გუბერნატორმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო და კომენდანტის საათიც გამოაცხადა. 18 აგვისტოს მისურის შტატის ხელმძღვანელობამ, ვითარების გასაკონტროლებლად, ქალაქში ეროვნული გვარდიის დანაყოფების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი შემთხვევები აშშ-ში არც თუ ისე იშვიათია. ყველაზე გახმაურებული ინცინდენტი ლოს-ანჯელესში 1992 წელს მოხდა. მაშინ პირველად ამერიკის ისტორიაში, დემონსტრაციებმა, ძალადობამ, ძარცვამ და მკვლელობებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო.

"ქალაქი ხანძრების კვამლმა დაფარა. ქუჩაში ყველა მხრიდან სროლის ხმა ისმოდა. ცეცხლი მოედო ასობით შენობას და ათობით ავტომობილს. კვამლისა და გაუთავებელი სროლის გამო, მეგაპოლისთან მიახლოებას ავიალაინერებიც უფრთხოდნენ. შავკანიანებისა და ლათინოამერიკელების ჯგუფები მაღაზიების გამყიდველებს უპირისპირდებოდნენ. ქალაქში განუკითხაობა და მოროდიორობა მეფობდა. მაღაზიებიდან საქონელს ხალხი ურიკებითა და მანქანებით იპარავდა. ქუჩებში თეთრების მბრძანებლობის წინააღმდეგ, შავკანიანების საყოველთაო აჯანყების მოწოდებები გაისმოდა", - ეს არც მხატვრული შემოქმედებაა და არც ჰოლივუდური ბლოქბასტერის სცენარია. ეს რეალურ მოვლენებია, რომლებიც 1992 წელს ლოს-ანჯელესში განვითარდა.

ოფიციალური ვერსიით, "შავი ამბოხების" მიზეზი ოთხი პოლიციელის მიერ ფერადკანიანი როდნი კინგის ცემა გახდა. მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.

სავარაუდოდ, რეალური მიზეზი ამერიკულ საზოგადოებაში უფრო ღრმად იმალება. თეთრ და შავკანიანთა შორის რასისტულ ნიადაგზე დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა. მალულად თუ ღიად ერთმანეთისადმი ანტიპათიას ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ. როდნი კინგის ცემა მხოლოდ ამბოხების საბაბი იყო. მსგავსი რამ ლოს-ანჯელესში ან აშშ-ის სხვა ქალაქში აუცილებლად მოხდებოდა. საზოგადოებაში დაგროვილი მუტხი ყოველთვის დაცლას საჭიროებს. ამისთვის კი მხოლოდ ხელსაყრელი მომენტია საჭირო.

1992 წლის 3 მარტს, 8 მილის დევნის შემდეგ, პოლიციამ მანქანით მიმავალი უმუშევარი ნარკომანი როდნი კინგი დააკავა. წინააღმდეგობის გამო, პოლიციამ ძალა გამოიყენა. ხელკეტის 56-ჯერ დარტყმით, კინგს სახის ძვალი დაუზიანეს და ფეხი მოტეხეს. გამვლელის მიერ, ვიდეოზე გადაღებული კადრები პრესაში მოხვდა. მასობრივი უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 აპრილს სასამართლომ ოთხივე პოლიციელს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. რამდენიმე საათში საპროტესტო დემონსტრაცია, მასიურ არეულობაში გადაიზარდა. ფერადკანიანმა ახალგაზრდობამ, ქვებით თეთრებისა და აზიელების ჩაქოლვა დაიწყო. თეთრების კუთვნილ მაღაზიებს ძარცვავდენ და წვავდნენ.

ერთი დღის თავზე, არეულობა ქალაქის სხვა უბნებსაც მოედო. უმცირესობაში აღმოჩენილმა პოლიციამ უკან დაიხია. ამბოხებულ უბნებში ვითარება კონტროლს გასცდა.

2 მაისს მთავრობა რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა. ქალაქში 7,300 პოლიციელი, 1,950 შერიფი, 9,975 ეროვნული გვარდის ჯარისკაცი, 3,300 ქვეითი და ფედერალური გამოძების 1,000 თანამშრომელი შეიყვანეს.

პოლიცია და არმია მკაცრად მოქმედებდა. შეიარაღებული პირების მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, პირველივე გაფრთხილების შემდეგ ისროდნენ. ქალაქში წესრიგი 6 მაისს აღდგა. 5 დღის განმავლობაში შავკანიანებმა 5,500-ზე მეტი შენობა დაწვეს. მატერიალურმა ზარალმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

სხვადასხვა მონაცემებით, ლოს-ანჯელესის "შავ ამბოხებას" 50-დან 143-მდე ადამიანი ემსხვერპლა. დაკავებული იყო 11,000-ზე მეტი პირი. აქედან 500-მდე სასჯელს დღემდე იხდის. მათ 25 წლიანი ან სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ამბოხების შემდეგ, ფედერალურმა მთავრობამ, ის ოთხი პოლიციელი სამოქალაქო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა და სამსახურიდან დაითხოვა. თავად კინგი მდიდარი ადამიანი გახდა. ლოს-ანჯელესის პოლიციამ, კომპენსაციის სახით 3,8 მლნ დოლარი გადაუხადა. თუმცა ამბოხების შემდეგ, სხვადასხვა კანონდარღვევისთვის, პოლიციამ ის კიდევ 7-ჯერ დააკავა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა