"საკუთარმა ქმარმა ერთადერთი შვილი თვალწინ დამიჭეჭყა ჩაქუჩით" - შემზარავი ტრაგედია გლდანში

"საკუთარმა ქმარმა ერთადერთი შვილი თვალწინ დამიჭეჭყა ჩაქუჩით" - შემზარავი ტრაგედია გლდანში

ტრაგედიას საზომი არ აქვს, - მაგრამ არ არსებობს უბედურება, რომელიც შვილმკვდარი დედის უბედურებასათან ახლოს მივა. ბოლო დღეებში გლდანში მომხდარი 75 წლის მერი ხარაიძის ტრაგედია ასეთია, - მას 80 წლის მეუღლემ, ღვიძლი შვილი, 32 წლის გიორგი ხარაიძე თვალწინ მოუკლა ჩაქუჩით, მოხუცმა დედამ კი ერთადერთი ვაჟის გადარჩენა ვერ მოახერხა.

უბედური დედა ხან დადუმებულია, ხანაც ტრაგედიაზე სრული სიცხადით ლაპარაკობს:

- საკუთარმა ქმარმა ერთადერთი შვილი თვალწინ დამიჭეჭყა ჩაქუჩით. ყველაფერი, ძვალიც და ხორციც ერთმანეთში ჰქონდა ჩემს შვილს არეული. ასეთი რა დავაშავე?! მე ცუდი შვილი არ მყავდა. ცუდი არაფერი გაუკეთებია. შეხედულადაც კარგი იყო და ნიჭითაც: სკოლას რომ ამთავრებდა, საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა. ისე კარგად თამაშობდა, რომ საჩხერეში ოთახიც მისცეს და იქ აცხოვრებდნენ. მერე ფეხბურთს თავი დაანება, მაგრამ სამუშაოს სულ დაეძებდა. ბოლო სამუშაო ერთი თვის წინ ძლივს იშოვა, ბროკერად მუშაობდა. არ ვიცი, რა ვთქვა...

"ვანაში" თავგადაკიდებული შვილი რომ დავინახე, რომელსაც მამამისი კიდევ ჩაქუჩს ურტყამდა და ურტყამდა, რატომღაც თავში გავივლე, რომ ეს ჩემი ჩაქუჩი არ იყო და ჩემს ჩაქუჩს დავუწყე ძებნა, რომ მივსულიყავი და ახლა მე დამეშინა ჩემი ქმრისთვის ჩაქუჩი. მაგრამ ვეღარ ვიპოვე, არ ვიცი, სად გაქრა...

- შეგიძლიათ, რომ თანმდევრობით მომიყვეთ, რაც მოხდა?

- "ჩიხურა" რომ აზერბაიჯანელებს ეთამაშებოდა ჩვენს სტადიონზე, იქ იყო წასული. თენდებოდა, რომ დაბრუნდა, მეზობლის ბიჭებთან ერთად იყო წასული, ეტყობა სადღაც დალიეს და და მძინარე მამამისი გააღვიძა, იმან კიდევ - მე რაც გითხარი, თუ გააკეთეო? იმან უთხრა, - არაო და ამას მოჰყვა ჩემი უბედურება.

- მამას რას სთხოვდა, რა უნდა გაეკეთებინა?

- რაც თავი მახსოვს, მამა სულ ეჩხუბებოდა. მეც ასეთ გამწარებული ვყავდი, - ბინიდან ჩვენი გაყრა უნდოდა. ძმისშვილები მყავს და ბინა იმათ უნდა მივცეო. ჩვენ იმიტომ არ მოვწონდით, რომ მისი ძმის დანახვა არ მინდოდა, - ჩემი შვილი 10 წლის იყო, როცა სოფელში მისი ძმის გაკეთებული რევოლვერით ითამაშა. ტურმე შიგ ტყვია ყოფილა და როცა გაისროლა, ამ ტყვიამ ხელი გაუხვრიტა და ბეჭში აუვიდა.; ექიმებმა ვერაფრით ამოუღეს და 32 წლის კაცი იმ ტყვიით გავისტუმრე სამარეში. ბიძამისი მაშინ ავითვალწუნე, როცა დავინახე, რომ ეს ჩემი სისხლიანი შვილი ხელზე გადაწვენილი მოჰყავდა, ბავშვი კვდებოდა და იმას ეუბნებოდა, - პოლიციასთან არ თქვა, რომ იარაღი ჩემი იყოო. ამისთანა მაზლი როგორ უნდა მყვარებოდა. ჩემს ქმარს კი ჩემს ჯინაზე, აქვე ახლოს პატარა ბაღი გვაქვს და დღე და ღამე იქ მიჰყავდა სხვა თავის ძმაკაცებთან ერთად და სვამდნენ. გიორგი ამაზე გიჟდებოდა, - ყველა მომაცილეო. იმ ღამეს "ჩიხურას" თამაშიდან რომ მოვიდა, ნასვამი იყო და გააღვიძა, - იმ ხალხს უთხარი, რომ ბაღიდან მოგვცილდნენო. ის წამოუვარდა და დაარტყა. ერთმანეთს რომ ცემა დაუწყეს, ტელეფონს ვეცი და სასწრაფო გამოვიძახე, მე უბედურს მისამართი სწორედ არ მითქვამს, სახლს ვერ აგნებდნენ და დასახვედრად ჩავედი. მაგრამ სასწრაფო ვერ დავინახე და უკან ამოვედი. ლიფტთან გავიგონე ჩაქუჩის ხმა, - იმხელა ხმა ჰქონდა, ჩემს შვილს თავზე და ლოყის ძვლებზე რომ ურტყამდა...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ