იგეგმება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება

იგეგმება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება

მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იგეგმება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქონების დაყადაღება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ "მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამოძიება გრძელდება".

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ ქონება დაუყადაღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას, რომელიც, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, სახელმწიფო თანხების გაფლანგვაშია ბრალდებული.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა