ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში დააკავა

ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში დააკავა

ბელგიური "გენკის" ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი პოლიციამ საჭესთან მყოფი ნასვამ მდგომარეობაში დააკავა, რის გამოც ერთი ღამის გატარება განყოფილებაში მოუხდა.

როგორც ბელგიური საინფორმაციო სააგენტო hbvl.be იუწყება, შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა. მათივე ინფორმაციით, "კორტრეიკსა" და "გენკს" შორის გამართული მატჩის შემდეგ, ავტობუსით შინ მიმავალ რამდენიმე ფეხბურთელს ჯერ კიდევ გზაში მიუღიათ ალკოჰოლი, ადგილზე მისულებს კი "ქეიფი" გუნდის სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერის ნგკონგკა ანელეს ნომერში გაუგრძელებიათ.

როგორც ბელგიური საინფორმაციო საშუალებები წერენ, ოქრიაშვილი და ნგკონგკა ანელე დალევის შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ოქრიაშვილი ავტომობილით წავიდა, მაგრამ საწვავი გამოელია და თავს საპატრულო პოლიცია წაადგა.

სავარაუდოდ, ოქრიაშვილი კლუბმა უკვე დააჯარიმა, სხვა სანქციების შესახებ კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ