შსს - 60 წლის მამაკაცის მიერ 12 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება

შსს - 60 წლის მამაკაცის მიერ 12 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება

შსს-ს ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცის მიერ 12 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ცოტა ხნის წინ გოგონამ თავად აღიარა, რომ იცრუა. "გაუპატიურების ფაქტი არ დასტურდება, ბავშვმა ფსიქოლოგთან საუბარში განაცხადა, რომ მოიტყუა, შესაბამისად, დაკავებული პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია", - განაცხადეს შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, ვინაიდან უწყებამ უკვე დანიშნა მომხდართან დაკავშირებით ექსპერტიზა, სამინისტრო მის პასუხს მაინც დაელოდება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 60 წლის მამაკაცმა ქაიროს ქუჩაზე, 12 წლის გოგონა გააუპატიურა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ