ინციდენტი შსს-სთან - "ნაციონალები" და დაცვის სამსახურის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ინციდენტი შსს-სთან -  "ნაციონალები" და დაცვის სამსახურის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებსა და უწყების დაცვის სამსახურის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დაცვის თანამშრომლებმა სამინისტროში სამართალდამცავების მიერ დაკავებული "თავისუფალი ზონის" 5 წევრის ადვოკატი რომეო საჯაია არ შეუშვეს. ადვოკატი და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად უწყებასთან სწორედ აღნიშნული პირების დაკავების გასაპროტესტებლად მივიდნენ.

საჯაიასთან ერთად სამინისტროში შესვლა სურდა საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ აკაკი მინაშვილსაც, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ამის უფლება არც დეპუტატს მისცეს.

სიტყვიერი შელაპარაკება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ამ დროისთვის უწყებასთან სიმშვიდეა. ვითარება მას შემდეგ განიმუხტა, რაც დაკავებული 5 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ