შსს ადიგენში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ადიგენში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

შსს ადიგენში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1970 წელს დაბადებული დავით კ. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ადიგენის რაიონში, სოფელ გორგულის ხიდთან, ურთიერთშელაპარაკებისას, მისივე მფლობელობაში არსებული სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ვაჟა ნ-ს, 1994 წელს დაბადებულ გიორგი ს-ს, 1989 წელს დაბადებულ ბორის ს-ს და დაჭრა 1992 წელს დაბადებული ბექა ს.

ვაჟა ნ, გიორგი ს. და ბორის ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ. ბექა ს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).

ადიგენის რაიონის სოფელ ყარათუბნის შესასვლელში წუხელ, გვიან ღამით სამი ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ