თბილისში ახალგაზრდა დიჯეი დაჩი დარჩია მოკლეს

თბილისში ახალგაზრდა დიჯეი დაჩი დარჩია მოკლეს

ახალგაზრდა დიჯეი და რეჟისორი დაჩი დარჩია გუშინ, "სქაი ბართან" ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მოკლეს.

მკვლელი დაკავებულია.

შსს-მ 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. გამოძიებამ დაადგინა რომ 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ