რას ამბობს "სქაი ბარის" დირექტორი დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობაზე

 რას ამბობს "სქაი ბარის" დირექტორი დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობაზე

"სქაი ბარის" ერთ-ერთი თანამეპატრონე დავით კვირტია, დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს , რომ დაჩი დარჩიას და მკვლელობაში ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი "სქაი ბარში" არ დაწყებულა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სქაი ბარის" ერთ-ერთმა თანამეპატრონემ და ამავდროულად დირექტორმა დავით კვირტიამ განუცხადა, დაჩი დარჩია "სქაი ბარში" უკრავდა და მკვლელობის დღესაც ჩვეულებრივად დაუკრა, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ კი წავიდა.

"როგორც ჩვენ ვიცით, დაჩი დარჩია გადავიდა სომხური ეკლესიის მხარეს, იყიდა სიგარეტი, რომ მოდიოდა იქ ვიღაც დახვდა. არ ვიცით იქ ზუსტად რა მოხდა. იქ დაჭრეს და დაჭრილი ბაღიდან საშველად "სქაი ბარის" მხარეს გამოიქცა. დაცვის პოლიცია მოდიოდა და ის ბიჭი დააკავეს ადგილზე, დაჭრილი კი მიწისქვეშა გადასასვლელთან იყო. გადავიყვანეთ საავადმყოფოში, სისხლისგან დაიცალა.

არაინირი კონფლიქტი "სქაი ბარში" არ დაწყებულა და ეს გამოძიებითაც დადგინდება", - განაცხადა დავით კვირტიამ.

დიჯეი დაჩი დარჩიას მკვლელობა გახსნილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მიხეილ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, ღამით, ავლაბრის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ დაჩი დ-ს, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მიყვანის შემდეგ რამდენიმე საათში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მიხეილ გ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით).

ნახეთ ვიდეო

თბილისში ახალგაზრდა დიჯეი დაჩი დარჩია მოკლეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ