მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს

მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების პროცედურები მიმდინარეობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.

"მიხეილ სააკაშვილზე როგორც იცით გამოცხადებულია შიდა ძებნა და პარალელურ რეჟიმში პროკურატურის შესაბამისი სამართლებრივი თხოვნის საფუძველზე, დაწყებულია და მიმდინარეობს პროცედურები საერთაშორისო ძებნაზე ე.წ. წითელ ცირკულარზე დასაყენებლად", - აცხადებენ პროკურატურაში.

მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად თურქეთში იმყოფება, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხვდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ