მესტიის პოლიციის უფროსმა გამომძიებელი სცემა

მესტიის პოლიციის უფროსმა გამომძიებელი სცემა

მესტიის პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილემ განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი რომან ყორშია სცემეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანია "რუსთავი 2" მესტიის პოლიციის თანამშრომელ ზვიად ჭანტურიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჭანტურიას ინფორმაციით, იგი პირადად შეესწრო ფაქტს, როდესაც პოლიციის უფროსმა გიორგი მარსაღანიშვილსა და მისმა მოადგილემ გიორგი ჯაფარიძემ გამომძიებელს დაარტყეს და წააქციეს.

მისივე თქმით, ყორშიას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. ჭანტურია აცხადებს, რომ ინციდენტის დროს ხელი მასაც მოხვდა. ჭანტურია ამბობს, რომ პოლიციის უფროსის მოადგილე მას დაემუქრა.

რაც შეეხება ნაცემ ყორშიას, ჭანტურიას თქმით, მას ტუჩის არეში ნაკერი დაადეს და კლინიკა უკვე დატოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ