"ეყოფათ, ფუ თქვენი" - დამიზნებით ნასროლი 10 ტყვია და ოქრუაშვილის "ბრძანება" ტყვიავში

"ეყოფათ, ფუ თქვენი" - დამიზნებით ნასროლი 10 ტყვია და ოქრუაშვილის "ბრძანება" ტყვიავში

25 აგვისტოს საღამოს, დაახლოებით 10 საათზე ტყვიავის ცენტრალურ ქუჩაზე "მერსედესის" მარკის ავტომანქანას საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ჯიპში მსხდომი პირები სროლით მისდევდნენ. გასროლის ხმა თითქმის 10-ჯერ დაფიქსირდა. "მერსედესს" 3 ტყვია მოხვდა. ჯიპში იმყოფებოდა ირაკლი ოქრუაშვილიც. "მერსედესში" კი სოფელ ტყვიავში მცხოვრები 1979 წელს დაბადებული ვასილ და 1980 წელს დაბადებული პავლე ქარელები ისხდნენ.

დაახლოებით, 2,5 კმ მანძილის გავლის შემდეგ, ქარელებმა მანქანა გააჩერეს. ჯიპიდან ჯერ ოქრუაშვილის დაცვის წევრები გადმოხტნენ და იარაღის ტარით ბიძაშვილებს თავში ურტყეს. დაზიანებები ძირს დაგდებულებს ბეჭის არეშიც მიაყენეს.

"ეს დეტალები მე უშუალოდ, პირადად ვასიკოსგან და პავლესგან ვიცი. შევხვდი მათ. მანქანის დევნის ფაქტი ცენტრალურ ქუჩაზე ვინც იყო იმ დროს, ყველამ დაინახა. ბიჭები ჩემი თანამებრძოლები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. აქტიურად მეხმარებოდნენ და აშკარად ეს არ აპატია მათ ოქრუაშვილმა", - ამბობს ტყვიავის თემის წარმომადგენელი გორის საკრებულოში, ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თემურ გიგუაშვილი.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი (2004-2005 წწ) ირაკლი ოქრუაშვილი დაცვის წევრებთან ერთად საკუთარ სახლში მიდიოდა. უბანში, სადაც ასევე ვასილ და პავლე ქარელები ცხოვრობენ, მანქანები ერთმანეთს შეხვდნენ. ქარელებმა ოქრუაშვილის ჯიპს გზა არ დაუთმეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩათვალეს ჯიპში მსხდომებმა. ამის შემდეგ კი "დაწინაურებულ" მერსედესს გამოედევნენ.

"როდესაც ბიჭებს სცემდნენ, ოქრუაშვილი გადმოვიდა მანქანიდან და დაიძახა: "ეყოფათ!". რა თქმა უნდა, იცნეს, ვინც იყო. მისი ხმაც გაიგეს, "ფუ, თქვენ ტყვიაველობასაო" - ესეც მიუძახებია. მერსედესის მანქანიდან გასაღები ამოიღეს და გაისროლეს", - ამბობს თემურ გიგუაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ