ლაშა მახარაძის მკვლელის ვინაობა დადგენილია: შსს-ს პირველი კომენტარი

ლაშა მახარაძის მკვლელის ვინაობა დადგენილია: შსს-ს პირველი კომენტარი

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას პრესსამსახური გაავრცელებს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დადგენილია მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა და ახლა მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები მის დასაკავებლად.

აბაშიძის ქუჩის #50-თან მკვლელობა წუხელ მოხდა. მოკლულია 25 წლამდე ასაკის ლაშა მახარაძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ მოხდა გასროლა, რის შედეგადაც, გარდაცვლილის გარდა, კიდევ ერთი პირი დაიჭრა.

ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, "გოლფის" მარკის ავტომობილი იდგა, რომლიდანაც სამართალდამცავებმა ანაბეჭდები აიღეს. მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მახარაძე პატიმრობიდან ამნისტიით იყო გათავისუფლებული.

მეზობლები ვარაუდობენ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება და მკვლელიც იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც - მახარაძე. მათი ვარაუდით, პირს, რომელმაც მახარაძე მოკლა, თავსი დროზე უთანხმოება ჰქონდა მოკლულის ძმასთან, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, ოჯახთან ერთად, ავარიაში დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც, ლაშა მახარაძე მოკლა, კიდევ ერთ მკვლელობასთან დაკავშირებით არის ნასამართლევი. "ინტერპრესნიუსის" წყაროს ცნობით, დიღომში 5 წლის წინ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მახარაძის მკვლელი სწორედ ამ მკვლელობის საქმეზე დააკავეს, რის შემდეგაც ამნისტიით გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინდელ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ