ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დააკავა (+ვიდეო)

ვინ არის პირი, რომელიც შსს-მ ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე დააკავა (+ვიდეო)

პირი, რომელმაც აბაშიძის ქუჩაზე, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ავტომანქანით მიიყვანა დაკავებულია. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1989 წელს დაბადებული ვლადიმერ ბ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა რომ ვლადიმერ ბ-მ თავისი კუთვნილი ავტომანქანით 2 სექტემბერს, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მიიყვანა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს. იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ვლადიმერ ბ. დამნაშავე პირთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ფასანაურში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით.

იხილეთ ვიდეო

ლაშა მახარაძის მკვლელობა | ყველა მნიშნველოვანი დეტალი თეგზე #ლაშა მახარაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ