4 წლის ბავშვი საკუთარმა ნათესავმა "დააუთოვა" - საშინელი დანაშაულის უცნობი დეტალები

4 წლის ბავშვი საკუთარმა ნათესავმა "დააუთოვა" - საშინელი დანაშაულის უცნობი დეტალები

ნახეთ | მძარცველების მიერ "დაუთოვებული" 4 წლის ბავშვის ფოტო გავრცელდა (+18)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცირეწლოვანი ბავშვის "დაუთოვებაში" ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დაზარალებული ოჯახის ნათესავია.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ სამართალდამცავებმა ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ვანის საიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის დააკავეს 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ, რომელიც დაზარალებულის ნათესავია. ასევე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული დავით ლ. ყაჩაღობის ბრალდებით.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში, სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირადღირებულ ნივთებს ითხოვდენ. მათ სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. ალექსანდრე რ. და დავით ლ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანარჩენი დამნაშავეების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ალექსანდრე რ-მ მიმდინარე წლის იანვრის თვეში ქეთევან ო-ს საცხოვრებელი სახლიდან ციფრული ფოტოაპარატი მოიპარა. აღნიშნული ფაქტის შესახებ დაზარალებულმა სამართალდამცველებს მომხდარიდან რამდენიმე დღეში აცნობა.

გამოძიება ყაჩაღობის, ყაჩაღობაში თანამონაწილეობისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 24-179-ე მუხლის მე-2 "ბ" და მე-3 "ბ" და 177-ე მუხლის 2-ე ნაწილით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ