რეიდის მობილური ტელეფონით გადაღებისთვის ახალგაზრდა დააკავეს

 რეიდის მობილური ტელეფონით გადაღებისთვის ახალგაზრდა დააკავეს

7 სექტემბერს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე რუსთაველის გამზირზე მობილური ტელეფონით პოლიციური რეიდის გადაღების დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ახალგაზრდა დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Media.Ge ავრცელებს.

დაკავებულის თანმხლებმა, ჟურნალისტმა ნატა ძველიშვილმა Media.Ge-ს შეატყობინა, რომ მის მეგობარს ხელბორკილი დაადეს და რუსთაველის გამზირის პარალელურ, ბროსეს ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს, იქიდან კი წინასწარი დაკავების იზოლატორში.

"დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის მეგობრებთან ერთად გამოვდიოდი სუპერმარკეტ "სმარტიდან“ რუსთაველზე. დავინახე, რომ პატრული ჩხრეკდა ახალგაზრდებს, გადავწყვიტეთ გადაღება, მეც და ჩემმა ერთმა ნაცნობმაც. ამ დროს მოვიდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და პირადობა და კადრების წაშლა მომთხოვა. მე არ ვშლიდი, ვუთხარი, რომ მქონდა გადაღების უფლება, ვიყავი ჟურნალისტი, ესეც რომ არა, ყველა მოქალაქეს აქვს საჯარო ადგილებში აგდაღების უფლება-მეთქი", ყვება ინციდენტის დეტალებს ნატა ძველიშვილი", თუ არ წაშლი, დაგაკავებთო, დამემუქრნენ. რადგან მნიშვნელოვანი კადრი არ მქონდა, გადავწყვიტე წამეშალა. მეც და ჩემმა ნაცნობმაც წავშალეთ".

ჟურნალისტის განცხადებით, პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც მოთხოვნის მიუხედავად, საკუთარი ვინაობა არ დაასახელეს და არც საბუთები წარმოუდგენიათ, ჩამორთმეულ ტელეფონში სხვა ფოტოების დათვალიერება დაიწყეს, რაზედაც ახალგაზრდამ მიუთითა, რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის ნახვაც პოლიციელებს კონკრეტულ ვითარებაში არ ჰქონდათ.

იხილეთ სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ