მუსლიმთა პანსიონთან აქციაზე დაკავებულებს 100-100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

მუსლიმთა პანსიონთან აქციაზე დაკავებულებს 100-100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს

მუსლიმთა სასწავლებელთან გამართულ აქციაზე დაკავებულ სამ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, დაკავებულებმა აღიარეს, რომ აქციაზე ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ჯარიმის შეფარდების შემდეგ დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ქობულეთში მუსლიმურ პანსიონთან სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტზე გუშინ დააკავეს.

10 სექტემბერს, მუსლიმურ პანსიონთან ღორი დაკლეს და ღორის თავი პანსიონის კარზე დაამაგრეს. გუშინ კი პანსიონის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ზემოაღნიშნული პირები ადმინისტრაციული წესით სწორედ ამ აქციაზე საზოგადოებრივი წერიგის დარღვევის გამო დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ