შსს-მ თაღლითობის ფაქტზე 12 პირს ბრალი წარუდგინა

შსს-მ თაღლითობის ფაქტზე 12 პირს ბრალი წარუდგინა

შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად , თაღლითობის ფაქტზე 12 პირს ბრალი წარუდგინეს.  შსს-ს ინფორმაციით, თაღლითობის ფაქტებზე დააკავეს 1979 წელს დაბადებული გიორგი მ, 1969 წელს დაბადებული გიორგი კ, 1969 წელს დაბადებული მერაბ მ, 1956 წელს დაბადებული გია კ, 1969 წელს დაბადებული გიორგი კ, 1954 წელს დაბადებული თამაზ ბ, 1960 წელს დაბადებული ანა ბ, 1960 წელს დაბადებული ზაქარია ფ, 1957 წელს დაბადებული ნანი ბ, 1962 წელს დაბადებული ჯიმშერ რ, 1951 წელს დაბადებული კონსტანტინე კ. და 1951 წელს დაბადებული ნუგზარ ბ, ხოლო იგივე ბრალდებით 1979 წელს დაბადებული სოსო გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა 2013-2014 წლებში მონახეს მათთვის სანდო პირები, რომელთა სახელზეც ფორმალურად გააფორმეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები და შეადგინეს მათი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნული აქტების თანახმად, ნაკვეთები ნდობით აღჭურვილ პირებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ საკუთრებაში 1997 წელს გადაეცათ. ბრალდებულებმა ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს, ხოლო შემდეგ თითოეულ მათგანზე დარეგისტრირდა 600-600 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომ სხვა პირებზე გაასხვისეს. სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა საერთო ჯამში 597 000 ლარი შეადგინა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის, ყალბი დოკუმენტისა და ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთ სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ