გამოუცხადებელი მკვლელობების ქრონიკა - 2010-1011 წწ

გამოუცხადებელი მკვლელობების ქრონიკა - 2010-1011 წწ

2010 წლის აგვისტოში მომხდარი 17 მკვლელობიდან შსს-ს ოფიციალურ საიტზე police. ge- ზე არცერთი არაა დაფიქსირებული.

2011 წელს მომხდარი 11 მკვლელობიდან კი შსს-ს ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ ერთი ფაქტია დაფიქსირებული. არცერთხელ არ გამოქვეყნებულა საიტზე სტატისტიკა მომხდარი და გახსნილი მკვლელობების შესახებ. იმ დროს, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი გახლდათ.

დღეს, თანამდებობიდან გადამდგარი შოთა უტიაშვილი შსს-ს უნდობლობას უცხადებს: "შსს ამტკიცებს, რომ 2014 წლის 5 თვეში, 2013 წლის 5 თვესთან შედარებით, დანაშაული შემცირდა. იმსახურებს თუ არა ნდობას შსს-ს ციფრები? ჩემი პასუხია – ეს სტატისტიკა ტოტალურად ფალსიფიცირებულია. ის ნდობას არ იმსახურებს." _ წერს უტიაშვილი თავის ანალიტიკურ წერილში.

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი დანაშაული, რომელშიც ძიების შედეგად დადგინდება, რომ დანაშაული არ მოხდა, რა თქმა უნდა, არ უნდა აღირიცხოს. ასეთ მაგალითად უტიაშვილი ასახელებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, როდესაც დგინდებოდა, რომ ადგილი ჰქონდა სუიციდს და, შესაბამისად, მაშინდელი შსს ამ დანაშაულს არ აღრიცხავდა, მიმდინარე წლიდან კი ასეთი საქმეები თავს იყრის "კრიმ ქეისში." _ აღნიშნავს ის.

ამავე წერილში და თავის განცხადებებში არც უტიაშვილი და არც საპარლამენტო უმცირესობის ის წევრები, რომლებიც შსს-ს ამჟამინდელ სტატისტიკას უნდობლობას უცხადებენ, არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ რომელ "კრიმ ქეისში" იყრიდა თავს 2010-2011 წლებში უგზოუკვლოდ დაკარგულთა საქმეები...

ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2010 წლიდან 2013 წლამდე 631 ადამიანია გაუჩინარებული. მათ შორის ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული 2011 წელზე მოდის – 198 ადამიანი. ასე მაგალითად:

2008 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდში გაუჩინარდა სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელი პაატა ქარდავა;

2008 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში გაუჩინარდა ხაიშის სატყეო მეურნეობის რეინჯერი, დავით ცინდელიანი.

2012 წლის 19 იანვარს, სოფელ ანაკლიაში გაუჩინარდა სასტუმრო "ანაკლიის" თანამშრომელი გოგიტა აბულაძე;

2012 წლის 13 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულში, რამაზ ლატარია, რომელიც საკუთარი სახლის ეზოში დაიკარგა.

აქედან ორი უგზოუკვლოდ დაკარგულის საქმე (პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის), რომელზეც "გურია ნიუსი" წლების განმავლობაში მუშაობდა, ამ წელს გაიხსნა. როგორც გაირკვა, ისინი მოკლეს. მათ მკვლელობაში კი ბრალი ტერაქტის ბრალდებით დაკავებულ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომან შამათავას წაუყენეს.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებები, თითქოსდა გაუარესდა კრიმინალური ვითარება, პირდაპირ ვამბობ, არის ტყუილი და წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ყოველგვარ რეალურ საფუძველსაა მოკლებული. მათი მიზანია ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაცია მოახდინონ. მინდა მოგახსენოთ, რომ ყველა მკვლელობა გახსნილია.

ასევე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და დავამშვიდო, არავითარი საფუძველი, ვიფიქროთ, რომ კრიმინოგენული მდგომარეობა გაუარესდა არ არსებობს. ამისთვის მე მინდა სტატისტიკა მოვიხმო. კერძოდ, 2011 წლის აგვისტოში, სამწუხაროდ, ზუსტად იგივე რაოდენობა გვქონდა მკვლელობების, რაც ამა წლის აგვისტოში, კერძოდ, 11 მკვლელობა. აქედან გაიხსნა 10 საქმე, ხოლო 2014 მოხდა იგივე რაოდენობის მკვლელობა, აქედანაც გაიხსნა 10 მკვლელობა. დღეს, განსხვავებით "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდისგან, ყველას საჯაროდ ხელი მიუწვდება სტატისტიკაზე და განსაკუთრებით, "ნაციონალებს". ამიტომ დასხდნენ, დააფიქსირონ რაოდენობა ამ მკვლელობებისა და საზოგადოებას ელაპარაკონ კონკრეტული ფაქტებით და არა, ტყუილებით... ისინი ტყუილებით მეტად დაკარგავენ ნდობას საზოგადოებაში, ტყუილები ხომ მათი სტილია..." _ ასეთ კომენტარს აკეთებს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ოპონენტების ბრალდებებზე.

წაიკითხეთ სრულად

gurianews.com

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ