თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას ქონება და საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯანაშია, ადვოკატ ბექა ბასილაიასთან ერთად დღეს პრესკონფერენციას გამართავს.

ადვოკატის ინფორმაციით კი, ჯანაშიას დაუყადაღეს საბანკო ანგარიშები, მათ შორის ანგარიში, რომელზეც პენსიის თანხა ერიცხება.

თემურ ჯანაშიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გაფლანგვაში ედება ბრალი. აღმკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მას გირაო შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ